პრემიერი: უკიდურესად შემძრა ნიუ-ჯერსიში ორი ქართველი სამხედრო კურსანტის დაღუპვის ამბავმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ-ჯერსიში ორი ქართველი სამხედრო კურსანტის სოსო მაკარიძის და ბესარიონ გორჯოლაძის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს. “ უკიდურესად შემძრა ნიუ-ჯერსიში ორი ქართველი სამხედრო კურსანტის სოსო მაკარიძის და ბესარიონ გორჯოლაძის დაღუპვის ამბავმა. ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადიოდნენ სამხედრო სასწავლო კურსს, რათა იქ მიღებული ცოდნა საკუთარი სამშობლოსათვის მოეხმარათ. აუნაზღაურებელია ეს დანაკარგი და უდიდესი ტკივილია ყველა ჩვენგანისთვის.ვიზიარებ გარდაცვლილების ოჯახების მწუხარებას, თანავუგრძნობ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და მთელ საქართველოს“-აღნიშნული პრემიერის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ რიგითი სოსო მაკარიძე და რიგითი ბესარიონ გორჯოლაძე ნიუ-ჯერსის შტატში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ. ორივე ახალგაზრდა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მსმენელად ირიცხებოდა და აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიაში სწავლობდა. რიგითი სოსო მაკარიძე ნიუ-ჯერსიში აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიის IV დამამთავრებელი კურსის მსმენელი იყო. ის აკადემიაში 2011 წლიდან სწავლობდა. II კურსის მსმენელი, რიგითი ბესარიონ გორჯოლაძე საზღვაო თავდაცვის აკადემიაში 2013 წლიდან ირიცხებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები