ალეკო ელისაშვილი: ნარმანიამ ირაკლი ლექვინაძეს მოადგილეობა შესთავაზა
დედაქალაქის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში, ირაკლი ლექვინაძეს ვიცე მერობა შესთავაზა. განცხადება დამოუკიდებელმა დეპუტატმა ტელეკომპანია “რუსთავი 2 -ის” ეთერში გააკეთა.
“გავიგეთ, რომ თბილისის მერს ირაკლი ლექვინაძისთვის მოადგილეობა შეუთავაზებია და რამდენი მოადგილე უნდა ჰყავდეს, ან ვის უშვებს, რომ მის მაგივრად არ ვიცი. მოკლედ, ძალიან გაუგებარი რაღაცეები ხდება მერიაში და დავით ნარმანიას მართვის სადავეები ხელიდან გაურბის სამწუხაროდ და ეს ქალაქსაც ეტყობა”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.