ლევან მამალაძის შეწყალების მოთხოვნით, პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია გაიმართა

ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის ლევან მამალაძის შეწყალების მოთხოვნით, დღეს პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეები გიორგი მარველაშვილს პეტიციით მიმართავენ და მისი კონსტიტუციური უფლებებს გამოყენებას სთხოვეს.
თავდაპირველად აქციის მონაწილეებმა შეკრება სამების საკათედრო ტაძრის ეზოში დაიწყეს, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მარნეულის რეგიონიდან სამარშუტო ტაქსით აქციას შეუერთდნენ მამალაძის მხარდამჭერებიც. მათ მშვიდობიანი აქცია მოაწყვეს სამების საკათედრო ტაძრიდან პრეზიდენტის რეზიდენციამდე, სწორედ აქ გააჟღერეს, მათ საკუთარი მოთხოვნები, მათ შორის ერთ-ერთი და უმთავრესი მოთხოვნაა განთავისუფლდეს ლევან მამალაძე და მისი განთავისუფლება კი მოხდეს კონკრეტულად პრეზიდენტის შეწყალების გზით.

როგორც ადვოკატები, ასევე ლევან მამალაძის ოჯახის წევრები, ნათესავები და მეგობრები აცხადებენ, ლევან მამალაძე ყოფილი ხელისუფლების ანუ “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან არის დევნილი და ის აუცილებლად უნდა დაბრუნდეს საქართველოში და სწორედ აქ აქაური სასამართლოს გზით უნდა მოხდეს მისი გასამართლება, რათა მან დაამტკიცოს საკუთარი უდანაშაულება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები