“ომეგას” და ტელეკომპანია “იბერიასთან” დაკავშირებით გამოძიება თითქმის დასრულებულია”

საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის, პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ წევრის ირაკლი ბათიაშვილის თქმით, “ომეგას” და ტელეკომპანია “იბერიასთან” დაკავშირებით გამოძიება თითქმის დასრულებულია. როგორც ბათიაშვილმა ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, ის აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ მოწმის სახით რამდენიმე დღის წინ დაკითხა.
„რამდენიმე დღის წინ მოწმის სახით პროკურატურაში ვიყავი დაბარებული ერთ ძალიან მნიშვნელოვან საქმესთან დაკავშირებით. ეს არის “ომეგას“ და ტელეკომპანია “იბერიის“ საქმე. ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან მალე ცნობილი გახდება საინტერესო სიურპრიზი და ალბათ, გამოძიების შედეგებიც “ომეგას“ საწარმოში და “იბერიის“ ტერიტორიაზე იმ ვანდალური შეჭრისა, რომელიც 2004 წელს განხორციელდა. საქმე დასასრულისკენაა, ყველა მტკიცებულება და ფაქტი არსებობს. მე მოწმე ვარ, რა ზეწოლა ხორციელდებოდა მაშინ “ომეგას” მფლობელ ზაზა ოქუაშვილზე, როგორ უნდა გადანაწილებულიყო წილები, რამდენი – სააკაშვილზე, რამდენი – ოქრუაშვილზე და რამდენი ბეჟუაშვილზე. ვინ იყო ჩართული ამ პროცესებში – გიული ალასანიას და სააკაშვილის ბაბუის გივი ალასანიას ჩათვლით“, – განაცხადა ბათიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები