გუბაზ სანიკიძე: მივქარე, მაპატიეთ,მაგრამ ჩემზე მაგარ ბიჭებსაც დასძინებიათ

ძილი ბუნებრივი მოთხოვნილებაა, მივქარე, მაპატიეთ, მაგრამ ჩემზე მაგარ ბიჭებსაც დასძინებიათ უადგილო ადგილებზე – ამის შესახებ გუბაზ სანიკიძემ მის ცნობილ ფოტოსთან დაკავშირებით განაცხადა.
ფოტო, რომელიც 2013 წელს პარლამენტის სხდომაზეა გადაღებული, ასახულია თუ როგორ სძინავს პარლამენტის სხდომაზე დეპუტატ სანიკიძეს. ახლა უკვე ვიცე-სპიკერმა სანიკიძემ წუხილი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მედიის წარმომადგენლები გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხებით არ ინტერესდებიან.
“11 წლის შემდეგ ირანის საპარლამენტო დელეგაცია გვეწვია, არცერთი ჟურნალისტი არ დაინტერესდა ამით, მარტო ჩემი ძილის ამბავი ხომ არ არის?! ძილი ბუნებრივი მოთხოვნილებაა, მივქარე მაპატიეთ, მაგრამ ჩემზე მაგარ ბიჭებსაც დასძინებიათ უადგილო ადგილებზე. მაგალითად, გაიუს მარიუსს, რომელსაც თეატრში დაეძინა, მერწმუნეთ, ძველ რომში თეატრში ძილი უფრო დიდი სირცხვილი იყო. მაპატიეთ, მაგრამ ეს არ ნიშავს, რომ სულ მძინავს, ძალიან ინტენსიური სამუშაოები იქნა გაწეული, განსაკუთრებით სექტემბრის შემდეგ“, – აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები