ჩხუბი ზუგდიდის საკრებულოში – დეპუტატები ერთმანეთს ბოთლებით გაუსწორდნენ (ვიდეო)
ზუგდიდში საკრებულოს სხდომაზე ჩხუბი მოხდა. “ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს დეპუტატი, ბათლომე შელია და “ქართული ოცნების” წარმომადგენელი გოგა თოდუა, რომელიც, ამავე დროს, გამგებლის მოადგილეცაა, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დეპუტატებს შორის სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. გოგა თოდუამ შელიას ბოთლი ესროლა. ამის შემდეგ დაპირისპირებაში “რესპუბლიკელებიდან” ნიკოლოზ ზარქუაც ჩაერთო, რომელმაც ბათლომე შელიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. საკრებულოს შენობაში დაპირისპირება, დაახლოებით, რამდენიმე წუთს გაგრძელდა, რის გამოც საკრებულოს სხდომა შეწყდა. დაპირისპირების მიზეზი „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ბათლომე შელიას სოციალურ ქსელ ფეისბუქზე განთავსებული კომენტარი გახდა, რომელშიც ის ხელისუფლებას “ბოდიალის ხელისუფლებად” მოიხსენიებდა.