იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ადგილზე კიდევ ერთი ადამიანის დნმ-ის კვალია აღმოჩენილი
იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ადგილზე კიდევ ერთი ადამიანის დნმ-ის კვალია აღმოჩენილი. აღნიშნული ინფორმაცია ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ დღეს გაახმაურა. ჭკადუას ინფორმაციით, საგამოძიებო უწყება დნმ-ის მიხედვით პირის ვინაობის დადგენას ცდილობს. იური ვაზაგაშვილის ოჯახის ინტერესების დამცველი აცხადებს, რომ ინტენსიურად მიმდინარეობს პროკურატურაში იმ სამართალდამცავთა დაკითხვა, ვისაც რაიმე კონტაქტი ჰქონდა ბრალდებულ გია სოსანაშვილთან იური ვაზაგაშვილის მკვლელობამდეც და მკვლელობის შემდეგაც.
„ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად დადგინდეს, თუ ვის ეკუთვნის მკვლელობის ადგილზე აღმოჩენილი მეორე დნმ-ის ნიმუში, ანუ პროფილი, რომელიც ჩაიშალა სოსანაშვილის დნმ-თან ერთად. ეს ადამიანი დასადგენია. ამასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი მოწმეები დაიკითხნენ, რომლებმაც გამოძიებას მიაწოდეს ოპერატიული ინფორმაცია. მე გადაჭრით ვერ ვიტყვი, რომ მკვლელობის ადგილზე ორი ან მეტი პირი იყო, შესაძლოა, ვინმე ასაფეთქებელი მოწყობილობის გამზადების დროს მონაწილეობდა“, – აცხადებს ჭკადუა.
შეგახსენებთ, რომ დანაშაულის ადგილზე აღმოჩენილი დნმ-ის პირველი კვალი დაკავებულ სამართალდამცველს გია სოსანაშვილს ეკუთვნის.