ეკა ბესელიამ და ხათუნა გოგორიშვილმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს
საპარლამენტო უმრალესობის დეპუტატ ეკა ბესელიასა და ოპოზიციონერ დეპუტატ ხათუნა გოგორიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. გოგორიშვილმა და ბესელიამ ერთამენთს “თავხედი” და “მატყუარა” უწოდეს.
დეპუტატებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი ქუთაისში არ უნდა იყოს, რადგან ეს პარლამენტის ბიუჯეტისთვის დამატებით ხარჯებს უკავშირდება. როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური თავის განცხადებაში სწორედ ამაზე საუბრობდა, როცა ქამრების შემოჭერის თემას შეეხო.
ეკა ბესელიას ამ განცხადებას დეპუტატმა ხათუნა გოგორიშვილმა სიცრუე უწოდა. როგორც გოგორიშვილმა განაცხადა, ქუთაისში არსებული პარლამენტის შენობა პარლამენტის ბალანსზე არ არის. შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოს ბიუჯეტიდან აღნიშნულ შენობაზე ერთი თეთრიც არ იხარჯება.