2014 წელს ფიზიკური პირებისგან ყველაზე დიდი რაოდენობით შემოწირულობა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა თორდიამ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ჟურნალისტებს იმ თანხების რაოდენობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რითაც გასულ წელს პოლიტიკური პარტიები თუ ბლოკები დაფინანსდნენ.
წარმოდგენილი მასალების მიხედვით გასულ წელს ფიზიკურმა პირებმა ყველაზე დიდი ოდენობით თანხა „ქართულ ოცნებას“ შესწირეს.
„ქართულმა ოცნებამ“ 2014 წელს 6 144 000 ლარის შემოწირულობა მიიღო, ამას ემატება საბიუჯეტო დაფინანსება, რომელიც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. საბიუჯეტო დაფინანსების თანხამ 2 418 000 ლარი შეადგინა. ჯამში „ქართულმა ოცნებამ“ წლის განმავლობაში 9 110 000 ლარი მიიღო. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფიზიკური პირებისგან 2014 წელს 299 819 000 ლარი შემოწირულობა, ხოლო საბიუჯეტო დაფინანსების სახით 3 775 000 ლარი მიიღო. „გაერთიანებულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ“ ფიზიკური პირებისგან 2014 წელს 340 603 ათასი ლარი, ხოლო საბიუჯეტო დაფინანსების სახით 2 330 000 ლარი მიიღო. „რესპუბლიკურმა პარტიამ“ 2014 წელს ფიზიკური პირებისგან შემოწირულობის სახით 30 ლარი, ხოლო საბიუჯეტო დაფინასების სახით 686 280 000 ლარი მიიღო“,- აღნიშნა ლაშა თორდიამ.