პროკურატურის თხოვნით, „კაბელების საქმის“ ფინანსურ ნაწილს აუდიტის სამსახური სწავლობს

თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების ე.წ. კაბელების საქმის ფინანსურ ნაწილს აუდიტის სამსახური სწავლობს,- ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა თორდიამ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
თორდიას განმარტებით, აუდიტის სამსახურმა საქმის შესწავლა მთავარი პროკურატურის თხოვნის საფუძველზე დაიწყო. მისი განცხადებით, პროკურატურამ აუდიტის სამსახურს საქმის მასალები 2014 წლის დეკემბერში გადაუგზავნა.
“გახმაურებული საქმის ფინანსური ნაწილის შემოწმება უკვე დაწყებულია და მასზე მუშაობა უახლოეს პერიოდში დასრულდება”, – განაცხადა თორდიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები