საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ 2015 გეგმა წარადგინა – უწყების პრიორიტეტები

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ 2015 გეგმა წარადგინა. წელს საქართველოს ენერგეტიკის სექტროში მილიარდ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო 2015 წელს მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას აპირებს და ამ კუთხით აქტიურ სამუშაოებს კვლავაც აგრძელებს. მათივე თქმით, 2015 წელს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს პრიორიტეტად რჩება მოსახლეობისთვის ენერგორესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა, ჰიდრორესურსების რაციონალური ათვისება, ელექტროგადამცემი ხაზებისა და მაგისტრალების რეაბილიტაცია და სატრაზინტო ინფრასტრუქტურის განვითარება. სამუშაოები ამ მიმართულებით წელსაც არ შეწყდება. ერთ-ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი ოკუპირებულ ტერიტორიებთან მდებარე სოფლების გაზიფიცირების საკითხი რჩება. 2015 წლისთვის ბუნებრივი აირის ქსელში ჩაირთვება ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე 58 სოფელი, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე გამოიყო 19 მლნ ლარი.
“მიმდინარე წელს, საქართველოს მასშტაბით მოსახლეობის გაზიფიცრების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტმა გამოყო 20 მლნ ლარი. სოფლების გაზიფიცირების სამუშაოებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად განახორციელებს. წელსვე დასრულდება უშუქო სოფლების ელექტროფიკაციის პროექტი – „სინათლე ყველა სოფელს“ . უკვე ელექტროფიცირდა 22 სოფელი. მიმდინარეობს სამუშაოები და უახლოეს მომავალში ელექტროენეგიით სარგებლობას შეძლებს დამატებით 6 სოფელი. პროექტისათვის სახელმწიფო ბოუჯეტიდან გამოიყო 6,5 მლნ ლარი. ენერგოინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით აქტიურად გრძელდება ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები. წელს ენერგეტიკული კომპანიები ქსელის რეაბილიტაციაზე 74 მლნ ლარს დახარჯავენ. 40 მლნ ლარი დაიხარჯება ახალი აბონენტების ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვასა და გაზსადენების რეაბილიტაციაზე.
ექსპლუატაციაში შედის გარდაბნის თბოელექტრო სადგური, რომელის საინვესტიციო ღირებულებაც 220 მლნ აშშ დოლარია. საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემა, საერთაშორისო ფინანსური ინსიტიტურების დახმარებით ახორციელებს „რეგიონალური ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტს“ (ADB) ; „საქართველოს ელექტროგადამცემის ქსელის გაუმჯობესების პრეოქტსა“ (WB) და „ელექტროგადამცემი ინფრასტურქტურის რეაბილიტაციის პრეოქტს“ (USAID); აღნშნული პროექტების განხორციელებისათვის წელს 115 მლნ ლარამდე დაიხარჯება.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ, საქართველოს ენერგეტიკის განვითრების ფონდთან ერთად დაიწყო საქართველოს მდინარეების ჰიდროპოტენციალის შესწვალა. რადგან ჰიდრორესურსების აქტიური გამოყენება ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. პირველ ეტაპზე ფონდი შეისწავლის რაიონის წყალშემკრები აუზის პოტენციალს. მიმდინარეობს 14 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა. წელს დაგეგმილია „დარიალ ჰესის“ , „ფშაველა ჰესისა“ და „ნაბეღლკავს ჰესის“ ექსპლუტაციაში გაშვება საქართველოს ენერგეტიკის განვითრების ფონდი ასევე ახორციელებს ქარის ელქტრო სადგურისა და „ნამახვან ჰესის“ მშენებლობისათვის მოსამზადებელ სამუშაოებს. პროექტები ჯამურად წელს 12 მლნ ლარის ინვესტიციას მოიცავს.. 2015 წელს მხოლოდ ჰესების ტექნიკური ეკონომიკური კვლევებისა და მშენებლობებისათვის 400 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება. ეს არ არის მხოლოდ ციფრები. ენერგეტიკის სამინისტროს პრიორიტეტად კვლავაც მოსახლეობის ინტერესები რჩება და ამას ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებიც ადასტურებს. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ 2015 წელს ენერგეტიკის სექტორმა გამართულად იმუშავოს და მოსახელეობას ენერგოდეფიციტი არ შეექმნას“,-აღნიშნულია ენერგეტიკის სამინისტროს მიერ წარდგენილ გეგმაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები