„სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ კომპანიის პრეზენტაცია გაიმართა (ვიდეო)

„სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მეთაურებს პრეზენტაცია წარუდგინეს. შეხვედრაზე საუბარი ჯარში კვების პროცესების მართვას, დაგეგმილ ღონისძიებებსა და არსებული პრობლემების გადაჭრის გზებს შეეხო.
პრეზენტაციის დროს კომპანიის წარმომადგენლებმა ყურადღება შეიარაღებულ ძალებთან ნდობაზე დამყარებულ, კოორდინირებულ, ხარისხისკენ მიმართულ, პასუხისმგებლიან თანამშრომლობაზე გაამახვილეს. საუბრის ერთ-ერთი თემა კვების პროცესის სწორი მართვა, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა და კვების პროცესის კონტროლი იყო. „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ კომპანია პერსონალის გადამზადებას გეგმავს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ქვედანაყოფების მეთაურებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიიღეს.
2015 წლის 15 თებერვლიდან ქართულ ჯარს ემსახურება “სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის” კომპანია, რომლის ასპროცენტიანი წილის მფლობელი სახელმწიფოა.

10362538_941711539194922_9203014398216173985_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები