სოსო მანჯავიძე – “ნაციონალურ მოძრაობაში” ქაოსია, შეშინებულები არიან…

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუატატის სოსო მანჯავიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი ქაოსია – ამის შესახებ დეპუტატი გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში საუბრობს. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, რომლებიც დღეს სხვადასხვა დანაშაულებებისთვის სასჯელს იხდიან, სააკაშვილის მიმართ პრეტენზიები აქვთ.
„მაქვს ინფორმაცია, რომ საკმაოდ შეშინებულები არიან „ნაციონალურ მოძრაობაში“, შიგნით არის დიდი ქაოსი, სააკაშვილს უყენებენ სერიოზულ პრეტენზიებს, ჩვენ აქ თავს ვწირავთ და შენ „გულაობო“, განსაკუთრებით გაღიზიანებულები არიან უგულავა, ახალაია და მერაბიშვილი, პირდაპირ მოთხოვნებს უყენებენ სააკაშვილს, რომ დააჩქაროს პროცესები, ისინი ლიმიტს უწესებენ, თუ ვერ მოახერხებს მათი ციხიდან გამოხსნას ან რევანშის გზით ხელისუფლების ხელში აღებას, დიდხანს გაჩუმებას არ აპირებენ“, – აცხადებს სოსო მანჯავაძე.
მაჟორიტარი დეპუტატი ინტერვიუში ხელისუფლების შეცდომებზეც საუბრობს. სოსო მანჯავიძის განცხადებით, მისთვის მიუღებელია პარლამენტის თავმჯდომარის ორმაგი პოტიკური სტანდარტები.
„რაც შეეხება ხელისუფლებას, გვიან, მაგრამ გააცნობიერა, ასე მართვა შეუძლებელია, თუ საზოგადოებაში არსებულ კითხვას პასუხი არ გაეცემა, ამით იკრებენ უფრო დესტრუქციულ ძალებს. ჩვენ ვხედავთ, რომ უკმაყოფილების ტალღაა დაძრული და ეს პროცესები ქვეყანას რას უქადის, კაცმა არ იცის. მინდა დავიჯერო, რომ პროკურატურაში ახლად შექმნილი დეპარტამენტი, რომელიც სამართალწარმოების პროცესში ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს, იყოს ეფექტური და არა მოჩვენებითი. საერთოდ, ჩვენ ვართ პარადოქსულ ვითარებაში, რაც ხდება პარლამენტში, ეს არის დაუშვებელი, ის, რომ უმრავლესობის ლიდერი ეუბნება „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელს, – თქვენ აწამებდით მასობრივად ხალხს, თქვენი რეჟიმი უდანაშაულო ახალგაზრდებს ქუჩაში კლავდა, უმოწყალოდ არბევდა მშვიდობიან მომიტინგეებს, უკანონოდ ართმევდით ქონებას, ამ სიტყვებიდან მეორე წუთს უმრავლესობის ლიდერი გვერდზე უჯდება დამნაშავე რეჟიმის წარმომადგენლებს. ეს ნორმალური ვითარებაა?! თუ შენ თავმოყვარე პოლიტიკოსი გქვია, იმ პოლიტიკოსის გვერდით არ უნდა იჯდე, რომელთაც შენ თვითონ ადანაშაულებ ტერორში, ადამიანთა მკვლელობასა და გაუპატიურებაში. „ნაციონალურ მოძრაობას“ იმთავითვე უნდა მისცემოდა შეფასება, იმ კოშმარულ სიტუაციას, რომელშიც ჩვენ 9 წლის განმავლობაში ვიმყოფებოდით. ეს არ გაკეთდა და აქედან გამომდინარე, არავის უნდა უკვირდეს, რომ ხალხში განწყობები თანაბრად არის გადანაწილებული, ორივე პოლიტიკურ ძალაზე თანაბრად მოდის აგრესია. მე ეს კი არ მიხარია, ძალიან განვიცდი, რადგან საქართველოს დღეს ყველაზე მეტად სტაბილურობა სჭირდება და სახელისუფლებო ორგანოების ჩამოშლა გამოიწვევს სიტუაციის რადიკალიზაციას, დაპირისპირებული მხარეების შეჯახებას. საბოლოო ჯამში, მივალთ უმართავ პროცესებამდე, რასაც ეს ქვეყანა ვეღარ გაუძლებს. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებას მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენა მართებს და არა მარტო მათ, ოპოზიციაც ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ჩვენ ვიმყოფებით ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში“, – ამბობს სოსო მანჯავიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები