ლეღვთახევში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

დღეიდან დამთვალიერებლები ლეღვთახევში გადაადგილებას შეუფერხებლად შეძლებენ, – თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლეღვთახევის ტერიტორიაზე მარცხენა მხარეს, კლდეზე გაჩენილი ბზარების გამო, გამაგრებითი სამუშაოები ჩატარდა, ამიტომ მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო.
პირველ ეტაპზე ალპინისტების დახმარებით მოხდა კლდიდან დაზიანებული ფრაგმენტის მოშორება, დარჩენილი ნაწილი კი გამაგრდა ბეტონის სამაგრებით, რაც მისი შემდგომი დაზიანების რისკს მინიმუმამდე ამცირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები