“საქართველოს მთავრობასა და Microsoft-ს შორის შეთანხმების გაფორმებით საქართველოს როლი გაიზრდება”

საქართველოს მთავრობასა და Microsoft-ს შორის სალიცენზიო შეთანხმების გაფორმებით საქართველოს როლი გაიზრდება – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” საქართველოს მთავრობასა და Microsoft-ს შორის სალიცენზიო შეთანხმების გაფორმების შემდეგ განუცხადა.
“ნამდვილად მსურს ხაზი გავუსვა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დღევანდელი ღონისძიება. ეს არის ძლიერი სიგნალი, რომელსაც საქართველო გლობალურ საზოგადოებას უგზავნის, რომლითაც სამყაროს ატყობინებს, რომ საქართველოს ურთიერთობა მეგაბრენდ Microsoft-თან სამართლებრივ საფუძველზე იქნება დამყარებული. ამით საქართველოში ბიზნესის წარმოება იქნება დაფუძნებული კანონის უზენაესობის და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის პრინციპების შესაბამისად. ამით კიდევ ერთხელ მოხდა ხაზგასმა, რომ მეკობრულ პროდუქციას არ ექნება ადგილი საქართველოს მთავრობის ოფისებში. მსურს მივულოცო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მთავრობას ამ მემორანდუმის ხელმოწერა, რომელიც სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯია. ამით საქართველო იკავებს თავის ადგილს გლობალურ ეკონომიკაში. საქართველოს როლი გაიზრდება და ეს არის ეკონომიკური ზრდის, წარმატებისკენ წინგადადგმული ნაბიჯი”, – აღნიშნა ელჩმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებები Microsoft-ის სრულყოფილი ლეგალური ლიცენზირებული პროგრამებით ისარგებლებენ. შეთანხმებას დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტმა დონ გრენჰამმა და Microsoft-საქართველოს გენერალურმა დირექტორმა დავით ასათიანმა მოაწერეს ხელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები