„აგრომაქს დეკორი” საზოგადოებას გაზაფხულზე მცენარეების სწორად მოვლისთვის რჩევებს აძლევს

პოლონურ – ქართული საერთაშორისო დეკორატიული მცენარეების კომპანია „აგრომაქს დეკორი“ , რომლის საქმიანობა სანერგე მეურნეობას, უნიკალური ჯიშის დეკორატიული ხეების, ბუჩქების და სხვა მრავალწლიანი საჯიშე მცენარეების მოშენებასა და განვითარებას მოიცავს, საზოგადოებას გაზაფხულის სეზონზე მცენარეების სწორად მოვლისათვის რჩევებს აძლევს.11008833_937670906277754_2084115326_n
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ვოიტეკ გრაბჩევკიმ „კვირას“ განუცხადა, გაზაფხული მცენარეების მოჭრისთვის საუკეთესო დროა. მისი განმარტებით, ამ დროს ხეხილის, წიწვოვანი და ფოთლოვანი მცენარეების ფორმირება ხდება.
„ გაზაფხულის დასაწყისში მოჭრილი ხეები მცენარეების სწრაფ ზრდას განაპირობებს. გარდა ამისა, ჩნდება ხშირი ტოტებიც. ხეხილი უფრო სწრაფად ყვავის და მოსავალსაც სწრაფად იძლევა. ზამთრის დასასრულს ვაჭრით მოტეხილ და დაზიანებულ ნაყოფს. გაზაფხული საუკეთესო დროა ახალი ნაყოფის დასარგავად. მარტი საუკეთესო არჩევანია. ამ დროს ოცნების ბაღის შექმნაც კი შეგვიძლია. შესაძლებელია ნერგების კონტეინერებში დარგვა და მიწაში გადანერგვა, თუმცა ვეგეტაციის პერიოდამდე“,- აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა „კვირასთან“ საუბრისას.
„აგრომაქს დეკორის“ მიზანია: გახდეს ლიდერი საქართველოში ლანდშაფტური დაგეგმარებისა და განაშენიანების სფეროში. მრავალწლიანი, წარმატებული პრაქტიკისა და გამოცდილების საფუძველზე, კომპანიის სპეციალისტებს უნარი შესწევთ, შექმნან ახალი ინოვაციური, ევროპული სტილის როგორც პრაქტიკული, ასევე ვიზუალურად დახვეწილი და ლამაზი სარეკრეაციო ზონები, გაამწვანონ ქალაქის სამაგისტრო და საზოგადოებრივი თავშეყრის პარკები და სკვერები, ასევე კერძო ბაღები.11041344_937670902944421_1421986091_n
„აგრომაქს დეკორის“ სანერგე მეურნეობაში, რომელიც სოფ. სართიჭალაში მდებარეობს, შეგვიძლია ვიხილოთ მარადმწვანე კოლექცია, წლობით გაკრეჭილი ბუხუსი და ტახუსი (Buxus + Taxus). აქვეა ტოპიარული ხელოვნების ნიმუშები ყველაზე მისაღებ ფასად.
საქართველოში პირველად „აგრომაქს დეკორის“ სანერგე მეურნეობაშია წარმოდგენილი ცოცხალი სკულპტურების ფართო არჩევანი: სხვადასხვა ზომის პირამიდები, ბურთები, კუბიკები, კონუსები. აღნიშნული გამწვანება იდეალურად შესაბამება აივნების, ტერასების, კაფეების, რესტორნების, სასტუმროებისა და სხვა შენობების კონტეინერული ტიპის გამწვანებას. ასეთი ტიპის მცენარეები, რომლებიც საკმაოდ ნელ ტემპში იზრდება, მაგრამ ხანგრძლივი დროის მანძილზე ხარობს, ფრანგულ სტილს განეკუთვნება. თუმცა ასევე გამოიყენება თანამედროვე, მეტად ფორმალური და გეომეტრიული პროექტებისთვის.

11050935_937670909611087_1431699599_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები