დავით სერგეენკო: ჯანდაცვის სამინისტროს ორი სამოქმედო გეგმა აქვს

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტის ზრდის შემთხვევაში სამინისტროს ორი სამოქმედო გეგმა აქვს.
მინისტრმა ასევე ერთ-ერთი სააფთიაქო ქსელის, PSP-ს ინიციატივაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომპანიის მხირიდან წამლებზე ფასების შემცირება მისასალმებელია.
„ჯანდაცვის სამინიტროს ჰქონდა და აქვს ორი სამოქმედო გეგმა იმ შემთხვევაში, თუ ზრდა მნიშვნელოვან ხარისხს მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ ბოლო 10 დღის განმავლობაში ერთ-ერთმა დიდმა კომპანიამ, PSP-მ გადადგა ძალიან სასარგებლო და პარტნიორული ნაბიჯი, როდესაც რიგ წამლებზე შეამცირა ფასები, ეს მისასალმებელია და საჭიროების შემთხვევაში ჩვენც ავამუშავებთ გეგმას“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, მარკ გრიფითსმა მისიის მიერ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისია იძლევა რეკომენდაციას, საქართველოს მთავრობამ ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანოს, რომელიც გულისხმობს გარკვეული გადასახადების ზრდას და ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირებას, რათა ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა შეიზღუდოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები