ახალციხეში ჯარისკაცმა თავი მოიკლა

  ახალციხეში ჯარისკაცმა თავი ჩამოიხრჩო. როგორც „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურშ განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახალციხის რაიონული სამმართველო აწარმოებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო რიგითი იმედა მურვანიძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს. როგორც სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნულია, რიგითი იმედა მურვანიძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2013 წლიდან ირიცხებოდა. 1993 წელს დაბადებული ქართველი სამხედრო III ქვეით ბრიგადაში საკონტრაქტო სამსახურს გადიოდა. იგი შაბათ-კვირით დათხოვნაში საკუთარ სახლში, ახალციხეში იმყოფებოდა და ხვალ, 4 მარტს, დილით მოწყობაზე ბრიგადაში უნდა გამოცხადებულიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები