კამერებმა ავადმყოფის მიმართ ექიმების სასტიკი მოპყრობა დააფიქსირეს (ვიდეო)

პეტერბურგში, საავადმყოფოს სათვალთვალო კამერებმა ექიმების მხრიდან პაციენტისადმი სასტიკი მოპყრობა დააფიქსირეს. სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეორგოლიდან ჩანს, რომ ორ ექიმს კომიდან ახლად გამოსული ახალგაზრდა მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანისკენ საკაცის გარეშე გადაჰყავთ. ავადმყოფს ისინი განსაკუთრებული სიუხეშით ეპყრობიან. სასწრაფო დახმარების მანქანით გადაყვანილი მამაკაცი იქაც საკაცის გარეშეა. მას მანქანაში ყოველგვარი სავარძლის გარეშე ათავსებენ. მოგვიანებით კი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ერთ-ერთი თანამშრომელი ავადმყოფს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს და გაურკვეველ ნივთს ურტყამს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები