სირიის დედაქალაქ დამასკოში, “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტული დაჯგუფების წევრებმა ჯაშუშობაში ბრალდებული ახალგაზრდა მამაკაცი ჯვარზე გააკრეს. წამების შედეგად ის გარდაიცვალა. სოციალურ ქსელში გავრცელებულმა სამმა ფოტომ, სადაც ისლამისტი რადიკალები ახალგაზრდას ჯვარზე აკრავენ, საზოგადოების დიდი კრიტიკა გამოიწვია. ფოტოებიდან ირკვევა, რომ ტერორისტების მიერ გამართულ “სადამსჯელო ღონისძიებას” სანახაობრივი დატირთვაც ჰქონდა. რადიკალი ისლამისტები სახის გამოჩენასაც არ ერიდებოდნენ და გარშემომყოფებს მიკროფონით მიმართავდნენ. გარდაცვლილის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.