საგანგებო სიტუაციების მართვის საგენტოს თანამშრომლებმა ოჯახში ძალადობის მსხვერპლ მანდილოსნებს დედის დღე მიულოცეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარს ესტუმრნენ და იქ მცხოვრებ მანდილოსნებს დედის დღე მიულოცეს. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა ქალბატონებს და მათ შვილებს საყოფაცხოვრებო ნივთები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სათამაშოები და ტკბილეული გადასცეს.
თავშესაფრის ბინადარმა ქალბატონებმა და ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის ხელმძღვანელმა ნატო შავლაყაძემ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანადგომისა და გულისხმიერებისთვის მადლობა გადაუხადეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები