ოლანდი: ნატოს გაფართოების საკითხი ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას
ნატოს გაფართოების საკითხი ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას – ამის შესახებ ფრანსუა ოლანდმა ალიანსის გენერალურ მდივანთან მოლაპარაკების დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ოფიციალური პარიზის პოზიცია იმაში მდგომარეობს, რომ ამ ეტაპზე ნატოში ახალი წევრების მიღება აქტუალური საკითხი არ არის. შესაბამისად, უმჯობესია არ დაკმაყოფილდეს იმ ქვეყნების მომართვები, რომლებსაც შესაძლოა, ალიანსის წევრობის სურვილი ჰქონდეთ.