“რედისონში” “ქალები პოლიციაში” კონფერენცია გაიხსნა
სასტუმრო “რედისონში” დღეს კონფერენცია გაიხსნა, რომლის სახელწოდებაა “ქალები პოლიციაში”. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, ამერიკის შეერჩებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა და საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
საქართველოს შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, კონფერენცია – “ქალები პოლიციაში” მნიშვნელოვანია, რომლის მონაწილეები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ. “დღევანდელი კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია. წელს ბევრი ქვეყნის სამართალდამცავი ქალბატონი ჩამობრძანდა. ეს პირველად მოხდა.
კონფერენციის მონაწილეები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. კონფერენცია საქართველოს შს სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს თანამშრომლობის ფარგლებში ტარდება. კონფერენცია 6 მარტს დასრულდება.