რიჩარდ ნორლანდი: ქალთა როლი პოლიციაში მნიშვნელოვანია

„ქალთა როლი პოლიციაში მნიშვნელოვანია, რადგან სამართალდამცავი სისტემის უფრო გამართულ მუშაობას ემსახურება“ – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საერთაშორისო კონფერენციის – „ქალები პოლიციაში“ დაწყებამდე განაცხადა.
„ქალთა როლი პოლიციაში მნიშვნელოვანია. ამ კონფერენციაზე რეგიონის ფართო სპექტრია წარმოდგენილი. ქალთა ჩართულობა პოლიციის საქმიანობაში, პოლიციის სისტემის უფრო გამართულ ფუნქციონირებას ემსახურება“, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროსა (INL) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში სამართალდამცველთა საერთაშორისო კონფერენცია „ქალები პოლიციაში“ გაიხსნა, რომელსაც აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდიც ესწრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები