გია თორთლაძემ ტიანშანი ურთულესი გზით დაიპყრო
ქართველი ალპინისტი გია თორთლაძე ტიანშანის ექსპედიციიდან დაბრუნდა. ამის შესახებ ექსკლუზიური ინფორმაცია მთამსვლელმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გაახმაურა.
გამოცდილმა მთამსვლელმა აღნიშნული მწვერვალი კარიერაში მესამედ დაიპყრო, თუმცა ამჯერად ყველაზე რთულად გასავლელი მარშრუტით მოახერხა მიზნის მიღწევა. თორთლაძის განცხადებით, 4500- მეტრიანი სიმაღლის ტიანშანზე იგი ორ უცხოელ ალპინისტთან ერთად იმყოფებოდა. 600- მეტრიანი ურთულესი კედლის გასასვლელად მთამსვლელებს სამი დღე დასჭირდათ.
გია თორთლაძე პირველი ქართველია, ვინც ტიანშანი ასეთი რთული გზით ზამთარში დაიპყრო, რომ ტიანშანზე ასასვლელად, ჯგუფის წევრებთან ერთად, ალა არჩას ხეობაში გასული წლის 29 დეკემბრიდან, თვენახევრის განმავლობაში ემზადებოდა. გია თორთლაძე უახლოეს პერიოდში კიდევ არაერთ მნიშვნელოვან ექსპედიციას გეგმავს.