თეა წულუკიანმა გაზეთ „ვრასტანის“ მთავარ რედაქტორს უმასპინძლა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა დღეს გაზეთ „ვრასტანის“ მთავარი რედაქტორი ვან ბაიბურთი მიიღო და ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა სომხურენოვან გამოცემას სამცხე-ჯავახეთში ეთნიკური უმცირესობებისთვის ბინადრობისა და მოქალაქეობის მინიჭების წესების, დოკუმენტების გაცემის კუთხით დღეისათვის არსებული სტატისტიკური მონაცემების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. ასევე, წულუკიანმა სამცხე-ჯავახეთში თავისი ვიზიტის შესახებ ისაუბრა, რომელიც მიმდინარე წლის 18 თებერვალს ჰქონდა.
მინისტრმა გაზეთს ინფორმაცია ექსკლუზიურად ასევე იმ რამდენიმე სიახლის შესახებაც მიაწოდა, რომლებიც სწორედ თავისი სამცხე-ჯავახეთში ვიზიტის, სამინისტროსა და ადგილობრივი მაჟორიტარი დეპუტატების მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად დაიგეგმა და უახლოეს პერიოდში განხორციელდება. გაზეთი „ვრასტანი“ საქართველოში 1920 წლიდან გამოდის.