„უკრაინის რადას თავმჯდომარემ სააკაშვილს თავის გაკონტროლებისკენ მოუწოდა“

საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ამჟამად უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის მიხეილ სააკაშვილის მიერ ფრანგულ ტელეარხ ,,ფრანს-24“-თან ინტერვიუ უკრაინაში განხილვის თემა გახდა. კიევის მთავრობაში ლაპარაკობენ, რომ სააკაშვილმა ინტერვიუ ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მისცა და მას ამის გამო უსაყვედურეს კიდეც – ამის შესახებ გაზეთი “კვირის ქრონიკა“ დღევანდელ ნომერში წერს.
„უკრაინის რადას თავმჯდომარე ვლადიმერ გროისმანი ისე ყოფილა სააკაშვილის ამ გამოსვლით აღშფოთებული, მისთვის დაურეკავს და გვარიანად გამოულანძღავს, – შენ, ბიჭო, უკრაინას წარმოადგენ, უკრაინის სახელით გამოდიხარ და თავი გააკონტროლეო. მერე გროისმანს მიშას ეს გამოსვლა პოროშენკოსთვის უჩვენებია და უთქვამს, ეს დამთხვეული, ვიდრე რომელიმე ტელევიზიის სტუდიაში არ ჩასძინებია, თავიდან მოიშორეო“,- წერს გაზეთი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ვლადიმერ გროისმანი უკრაინაში სააკაშვილის დასაქმებას თავიდან მხარს უჭერდა, მაგრამ მასზე შთაბეჭდილება ძალიან მალე შეცვლია.
,,გროისმანი სხვებზე ადრე მიმხვდარა, რომ აქტიური პიარის გარეშე დარჩენილი სააკაშვილი არანაირ პოლიტიკურ ფასეულობას არ წარმოადგენს და პირიქით, უკრაინის მთავრობისთვის ზედმეტი ტვირთი და თავის ტკივილია. ეს კაცი ბოლო მომენტში თურმე პოროშენკოს ურჩევდა, სააკაშვილის გამო საქართველოს ხელისუფლებას ნუ გადავიკიდებთ, ძებნილ კაცს სოლიდურ პოსტს ნუ ჩააბარებ, კონსულტანტად დანიშნეო, მაგრამ პოროშენკოს, ამერიკელებს, თუ ორივეს ერთად, თავისი გაუტანიათ“,- წერს გამოცემა.
გაზეთის ინფორმაციით, უკრაინის ხელისუფლებაში უკვე ღიად ლაპარაკობენ, რომ “მიშა ,,კაიფში“ იყო და მისი გამოსვლა ქვეყნის დიდი სირცხვილიაო“ ,,სხვათა შორის, ,,ფრანს-24“-ისთვის მიცემულ სააკაშვილის ინტერვიუს რუსული ტელეარხები ატრიალებენ შესაბამისი კომენტარებით: პოროშენკოს მთავარი მრჩეველი და რეფორმატორი განგრეულ ,,კაიფში“ ინტერვიუებს იძლევა და უკრაინის ხელისუფლება თუ ამ ნარკომანის იმედზეა, კარგად ჰქონიათ საქმეო. გარდა ამისა, უკრაინის ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელმა პოროშენკოს ამბავი მიუტანა, სააკაშვილის კლინიკური ნარკომანიის ქცევები ფრანგულ ტელევიზიაში შემთხვევითი არ არის და მათაც ხშირად უნახავთ ზომაზე მეტად ამჩატებული მისი მრჩეველი“, – წერს გაზეთი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები