„სააკაშვილმა ქართველების „შავი სია“ შეადგინა“

„სააკაშვილმა შეადგინა ქართველების „შავი სია“, მის მიმართ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანს უკრაინაში არ შეუშვებენ, მეტიც, შესაძლოა, საზღვრის გადაკვეთისას დააპატიმრონ“, – ამის შესახებ გაზეთი “კვირის ქრონიკა“ წერს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მუქარის ადრესატი ქართველი ბიზნესმენი დღემდე თავს არიდებს საკუთარი ვინაობის გამხელას, თუმცა „ქრონიკამ“ მისი გარემოცვიდან შეიტყო, რომ ამ პიროვნებას „ნაციონალებმა“ უკრაინა დაატოვებინეს.
„კვირის ქრონიკის“ ინფორმაციით, “ნაციონალებმა“ შექმნეს „შავი სია“ და ოპოზიციურად განწყობილი აქტიური სახეები უკრაინის ტერიტორიას ვერ გადალახავენ. როგორც გამოცემა წერს, ამ სიაში მოხვდა მედიაკავშირ “ობიექტივის“ წამყავნი, სააკაშვილის ოპოზიცია და აქტიური სახე ვახტანგ ბეგიაშვილი, რომელიც სწორედ იმ ქართველი ბიზნესმენის მეგობარია, ვისაც იანვარში ზურაბ ადეიშვილი “კიევის“ სასტუმრო “ჰილტონში“ დაემუქრა.
“დღეს, სააკაშვილს და მის თანამზრახველებს ფაქტობრივად მძევალივით ჰყავთ პოროშენკო. სააკაშვილი მუდმივად აძახებს პოროშენკოს, რომ არა ის, პრეზიდენტი ვერ გახდებოდა და ისიც თუთიყუშივით დაჰყვება სააკაშვილის ნებას. მინდა გითხრათ, რომ სააკაშვილმა შეადგინა ქართველების „შავი სია“, მის მიმართ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანს უკრაინაში არ შეუშვებენ, მეტიც, შესაძლოა, საზღვრის გადაკვეთისას დააპატიმრონ. პირადად მე ვაპირებდი უკრაინაში წასვლას, ერთ-ერთი ტელეარხიდან მქონდა მოწვევა, მაგრამ ამ ტელეკომპანიამ თვითონვე შემომითვალა, რომ თქვენს უსაფრთხოებას ვერ უზრუნველვყოფთო და ამიტომაც ისინი თბილისიდან გეგმავენ ჩემს ჩართვას, მეტიც, ჟურნალისტებმა გადაამოწმეს ინფორმაცია და მითხრეს, რომ შესაძლოა, აეროპორტიდანვე ავეყვანე, რადგან ასეთი ბრძანება იყო გაცემული სააკაშვილის დაჯგუფების მიერ“, – აცხადებს ვახტანგ ბეგიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები