წელიწადში 20-დან 50-მდე დედა საკუთარ შვილზე ოფიციალურად უარს ამბობს

სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მარიამ წერეთლის განცხადებით, წელიწადში დაახლოებით, 20-დან 50-მდე დედა, საკუთარ შვილზე ოფიციალურად უარს ამბობს- ამის შესახებ სტატიას გაზეთი „რეზონანსი“ აქვეყნებს.
„როცა მშობელი ბავშვზე უარს ამბობს, მას გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი ენიჭება. ასეთი შემთხვევები საქართველოში წელიწადში დაახლოებით 50-მდეა. ბათუმში 8 თვის ბავშვის მიტოვების ფაქტი საქართველოში ამ წელს, ჯერ-ჯერობით პირველი იყო“, – განაცხადა მარიამ წერეთელმა.
გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელის მაია ქურციკიძის თქმით კი, ბავშვის მიტოვების ძირითადი მიზეზები – დისფუნქციური ოჯახები და უკიდურესი სიღარიბე, ქორწინების გარეშე გაჩენილი ბავშვები და შეზღუდული შესაძლებლობებია. პრობლემის მოგვარებაში ჩართული ორგანიზაციები აცხადებენ, რომ როდესაც ბავშვის მიტოვების საკითხი დგება, იქ, როგორც დედის, ასევე მამის პასუხისმგებლობის საკითხი თანაბარი უნდა იყოს, რაც ხშირად არ ხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები