„21 მარტს დაანონსებული აქციისთვის თებერვალში თბილისში მეორადი საბურავებით დატვირთული 20 ტრაილერი შემოვიდა“
“ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 21 მარტს დაანონსებული აქციისთვის თებერვალში თბილისში მეორადი საბურავებით დატვირთული 20 ტრაილერი შემოვიდა – ამის შესახებ გაზეთი “კვირის ქრონიკა“ სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს.
“ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 21 მარტს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით თებერვალში თბილისში მეორადი საბურავებით დატვირთული 20 ტრაილერი შემოვიდა. ეს ბიზნესია და ვერ აკრძალავ, მაგრამ საქმე ის არის, რომ ტრაილერები სადღაც გაქრა, “ნაციონალებმა“ საბურავები თავიანთ საიდუმლო საცავებში გადამალეს“,- წერს გამოცემა.
იგივე ინფორმატორის თქმით, ბოლო თვეებში “ნაციონალებმა“ უამრავ ადგილას მოაწყვეს საიდუმლო საცავები.
“წესით, ქართულ სპეცსამსახურებს არ უნდა გაუჭირდეთ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ჩანს რაღაც პასიურობა. 21 მარტს “ნაციონალები“ თბილისში ძალიან დიდ შევსებას ელოდებიან სამეგრელოდან. შემდეგი აქცია კვლავ კუკავა-შალამბერიძე-ღლონტის თაოსნობით გაიმართება 28 მარტს თბილისში, შაბათს რუსეთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ. აქ უკვე ფორმატი შეცვლილია, თითქოს ეს არის 9 აპრილისთვის მზადების საორგანიზაციო შეხვედრა. თუმცა იქნება იგივე მოთხოვნები. “ნაციონალების“ გეგმის მიხედვით, აპრილიდან უკვე უნდა დაიწყოს პერმანენტული აქციები. კიევში მორჭმით მჯდომ მიხეილ სააკაშვილს გაცემული აქვს ბრძანება, “მოაწყვეთ მეორე “მაიდანი“, გამოიწვიეთ ქაოსი, დაარბევინეთ თავი, აცემინეთ, თუ საჭირო იქნება, მოატ…ვნევინეთ და მოაკვლევინეთ კიდეც. ფული და მხარდაჭერა იქნება“,- წერს “კვირის ქრონიკა“.