ომარ ნიშნიანიძე: „ნაცმოძრაობა“ ისეთი ათაშანგია, რომ მათ არავინ გაეკარება
პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, დეპუტატ ომარ ნიშნიანიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრებს მხოლოდ სკამი ადარდებთ და მათ მიერ დაანონსებულ აქციას „ქართული ოცნების“ გუნდში არსებულ შიდა პრობლემებთან არანაირი კავშირი არ აქვს – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბრობს“.
ომარ ნიშნიანიძე ამბობს, რომ მისმა გუნდმა ხალხამდე ის ვერ მიიტანა, რაც გააკეთა, ამით კი „ნაცებმა“ ისარგებლეს და აქციებზე გადავიდნენ, თუმცა მათ ფართომასშტაბიანი აქციის მოწყობა არ შეუძლიათ. მისი თქმით, „ნაციონალებს“ მხარს არც „ოცნებისგან“ იმედგაცრუებული ხალხი დაუჭერს.
„21 მარტს გამოვლენ, ცოტას წაიფართხალებენ და ამით დამთავრდება ყველაფერი. ისინი გაზაფხულზე აქციის მოწყობას ისედაც აპირებდნენ. თუმცა „ნაცმოძრაობა“ ის ძალა არ არის, რომელსაც ქვეყანაში ფართომასშტაბიანი აქციის მოწყობა შეუძლია. ქართველ ხალხს შესანიშნავი მეხსიერება აქვს და ამ ბოროტ ძალას მხარს არავითარ შემთხვევაში არ დაუჭერს“, – განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ „ნაცებთან“ კოჰაბიტაციამ დაღუპა. ომარ ნიშნიანიძე შიდა დაპირისპირების მიუხედავად, მათი პარტიის წევრების „ნაცების“ რიგებში გადასვლას გამორიცხავს და აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობა ისეთი ათაშანგია“, რომ მათ არავინ გაეკარება.