„გიორგი ქადაგიძის სახელი ორი ბანკის გაკოტრების საქმეში ფიგურირებს“

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის სახელი ორი ბანკის გაკოტრების საქმეში ფიგურირებს. ერთი ბადრი პატარკაციშვილს ეკუთვნოდა, მეორე – ბიძინა ივანიშვილს. ამის შესახებ სტატიას „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს.
როგორც გამოცემა წერს, პოლიტიკაში ჩართვის შემდეგ, როგორც მაშინდელი მედია წერდა, პრობლემები შეუქმნეს პატარკაციშვილის ფინანსურ აქტივებს: „მთაწმინდის პარკსა“ და „ტელეიმედს“, შემდეგ „სტანდარტ ბანკი“.
„ბანკის თემაში სწორედ გიორგი ქადაგიძე ფიგურირებს. 2007 წლის ნოემბერში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, დავით ამაღლობელის განკარგულებით, „სტანდარტ ბანკში“ დროებითი ადმინისტრაცია დაინიშნა. დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად კი გიორგი ქადაგიძე, რომელიც მანამდე ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ხელმძღვანელობდა“, – წერს გამოცემა.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ქადაგიძის ხელმძღვანელობით მოხდა სწორედ პატარკაციშვილის ბანკის ლიკვიდაცია.
„ლიკვიდაციის ოპერაცია წარმატებით დასრულდა – 2008 წელს „სტანდარტ ბანკის“ აქციების 100% „კორბანკმა“ შეიძინა. მოგვიანებით უკვე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვის შემდეგ, უკვე „ქართუ ბანკის“ გაკოტრების სქემა ამუშავდა. ამ პროცესში გიორგი ქადაგიძე ჩართული იყო უკვე, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი, ვის მფლობელობაშიც იყო არსებული ბანკი, აცხადებს, რომ ქადაგიძემ ამ მცდელობის გამო ბოდიშიც მოიხადა. პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული თავის დროზე მის დანიშვნასთან დაკავშირებითაც. სანამ პარლამენტმა გიორგი ქადაგიძეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე უყარა კენჭი, მანამდე ზუსტად ორი დღით ადრე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად დაამტკიცა. ეს იმისთვის გახდა საჭირო, რომ პრეზიდენტს მისი კანდიდატურის წარდგენის კანონიერი უფლება ჰქონოდა – ამ ორგანოდან ხდება პრეზიდენტის მიერ კანდიდატურის შერჩევა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტად ქადაგიძე 2009 წელს დაინიშნა, მან ამ პოსტზე სწორედ რომან გოცირიძე შეცვალა. თუმცა, ახალ დანიშვნამდე მოვალეობას დავით ამაღლობელი ასრულებდა. სააკაშვილის გარდა, მისი ფიგურა თავიდანვე ზურაბ ადეიშვილს დაუკავშირდა. პირველ რიგში იმიტომ, რომ 2006-2007 წლის ივლისამდე ის ზურაბ ადეიშვილის გენპროკურორობის პერიოდში, პროკურატურის ეკონომიკურ დეპარტამენტს ედგა სათავეში, მანამდე საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო უფრო ადრე (2005 წელს) თბილისის მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი იყო“, – წერს სტატიის ავტორი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები