„პრეზიდენტმა ერთი კანდიდატის წარდგენით კანონი დაარღვია და ამით დანაშაული ჩაიდინა“

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ყოფილი კანდიდატი ალექსი კობაიძე, საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევაში ადანაშაულებს. როგორც კობაიძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ერთი კანდიდატის წარდგენით კანონი დაარღვია და სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა.
„საქართველოს კონსტიტუციის 90-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილია, რომ პრეზიდენტი პარლამენტს ასარჩევად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის, ან მოსამართლეობის კანდიდატურებს წარუდგენს. კანონში მრავლობითში წერია, რომ ასარჩევად კანდიდატები უნდა წარედგინოს. პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ერთი კანდიდატის წარდგენით კანონი დაარღვია და სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა. ეს არის სამოხელეო დანაშაული და სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე, 333-ე და 342-ე მუხლებით დასჯადია. კომიტეტებმაც დააღვიეს კანონი, რომ მხოლოდ ერთი კანდიდატი განიხილეს. ნინო გვენეტაძესთან დაკავშირებით პოლიტიკურ ნეპოტიზმს აქვს ადგილი. ნინო გვენეტაძე თავის დროზე საიას წარმომადგენელი იყო, საიას წარმომადგენელი იყო უსუფაშვილიც, ხიდაშელიც, კოჟორიძეც და იგი გამოარჩიეს“,- აღნიშნა კობაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები