“არჩევნებში გავიმარჯვეთ თუ არა, ქადაგიძის წინააღმდეგ უნდა აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე“

არჩევნებში გავიმარჯვეთ თუ არა, ქადაგიძის წინააღმდეგ უნდა აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ნოდარ ჯავახიშვილმა “პალიტრა ტვ”-ის გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა.

როგორც ჯავახიშვილმა აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით მას საუბარი ბიძინა ივანიშვილთანაც ჰქონდა, თუმცა “ვერ დაითანხმა”.

“არჩევნებში გავიმარჯვეთ თუ არა, ქადაგიძის წინააღმდეგ უნდა აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე. ამას კატეგორიულად ვითხოვდი და ბიძინა ივანიშვილთან კამათიც მქონდა. ვეუბნებოდი, ქადაგიძემ ჩაიდინა არაერთი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება-თქო. შენ მერაბი ხარ, ნოდარი, თუ ბიძინა, არავის უნდა აპატიო დანაშაული. დანაშუალი არის ჩადენილი? – ის უნდა დაისაჯოს”, – აღნიშნა ჯავახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები