ზურაბ ჯორბენაძე: „ნაციონალებმა“ საქართველოში შავი ფული შემოიტანეს, რომელიც აბსოლუტურად უკონტროლოა

ადვოკატი ზურაბ ჯორბენაძე „ნაციონალების“ „მზაკვრულ“ გეგმაზე და ლარის გაუფასურების პროცესზე საუბრობს. როგორც ადვოკატი გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში აცხადებს, „ნაციონალები“ სოციალური აფეთქების გეგმის ამოქმედებაზე მუშაობენ. მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოში „შავი ფული“ შეუშვეს სავალუტო ბრუნვაში, რომელიც დაეჯახა ეკონომიკას. მისი თქმით, ეს „შავი ფული“ უკონტროლოდ შემოდიოდა, დღესაც შემოდის და არის აბსოლუტურად უკონტროლო.
“ნაციონალებმა“ ყველაზე საზიზღარი რამ მოიფიქრეს – სოციალური აფეთქება. მზაკვრული გეგმა აქვთ”ნაციონალებს”, ეს გეგმაა ხელისუფლების, ხალხის ხელით ჩამოგდება. ამ ეტაპზე ეს ფული შეუშვეს სავალუტო ბრუნვაში, რომელიც დაეჯახა ეკონომიკას. პირველი რყევა აისახა ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის ბოლომდე.
მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა ლარი, რომელიც არ იყო დახარჯული, გამოუშვა ბაზარზე დიდი რაოდენობით. ეს იყო გაუთვლელი ნაბიჯი. ფული, რომელსაც ეროვნული ბანკი უშვებს ბრუნვაში არის კონტროლირებადი ფული. ეროვნულმა ბანკმა იცის, რა თანხაა დაშვებული ბრუნვაში, მაგრამ ვინაა ეროვნული ბანკის სათავეში?! ყველამ ვიცით, ვისი კაციცაა. დღეს სახეზეა უკონტროლო ფულის დიდი მასა, დაუბალანსებელი ლარი. ეკონომიკური გუნდი, რომელიც საერთოდ გამოვიდა მწყობრიდან. ამ უკონტროლო ფულის შემოდინება გაგრძელდება და “ნაციონალების” გეგმაა, რომ ლარის კურსმა მიაღწიოს მაღალ ნიშნულს, რაც გახდება “სოციალური აფეთქების” საფუძველი.
დააკვირდით, ეს საკითხი გააქტიურდა მაშინ, როცა “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაპატიმრებების საფრთხე რეალურად იგრძნო, რასაც ინსპირირება მისცა იური ვაზაგაშვილის ამბავმა. ამავე გეგმის ნაწილია, გამოჩნდეს ძალა, რომელიც არ იქნება ასოცირებული “ნაციონალურ მოძრაობასთან”, ვისაც დააწყებინებენ გამოსვლებს. ეს იქნება “ნაციონალების” მიერ დაფინანსებული ძალა, რომლებიც დაიწყებენ ადგილ-ადგილ არეულობებს. მიზანია მასობრივი ქაოსის მიღწევა სოციალურ ფონზე. საბოლოო მიზანი ერთია – ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობიდან გადაყენება და ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაცია ხალხის თვალში. თუ ამ ეტაპზე ეს გეგმაც ჩაუვარდათ, იმდენი მაინც გააკეთონ, რომ არჩევნებამდე არსებული ხელისუფლება დისკრედიტებული იყოს”, – დასძენს ადვოკატი ზურაბ ჯორბენაძე “ალიასთან” ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები