გოგი თოფაძე: “ეროვნული ბანკი” ვალდებული იყო, გამოეყენებინა თავისუფალი რეზერვები და შედეგად, მოხდებოდა კურსის შენარჩუნება

„ქართული ოცნების” დეპუტატები ქვეყანაში შექმნილ სავალუტო კრიზისზე პასუხისმგებლობას “ეროვნულ ბანკს” და მის ხელმძღვანელობას აკისრებენ. უმრავლესობის დეპუტატები ფიქრობენ, რომ ბანკმა პროცესებში ინტერვენცია დააგვიანა. ზურაბ ტყემალაძის თქმით, სავალუტო რეზერვების გამოყენება აუცილებელია ვალუტის კურსის ვარდნის პროცესში, თუმცა ეს ინტერვენცია უნდა იყოს დროული.
„როცა მთავრობას “ნაციონალური მოძრაობა“ აკრიტიკებს და სიცრუის ტირაჟირება ხდება, მაშინაც ამოიღოს ქადაგიძემ ხმა და ობიექტური პოზიცია დაიკავოს. ქადაგიძეს ხელს არავინ არაფერში არ უშლის. პირიქით, არაერთხელ გვითქვამს, რომ “ეროვნულმა ბანკმა” ყველაფერი უნდა გააკეთოს ლარის სტაბილურობის შენარჩუნებისთვის”, – განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.
იგივე პოზიცია აქვს დეპუტატ გოგი თოფაძეს. მისი თქმით, “ეროვნული ბანკი” ვალდებული იყო, გამოეყენებინა თავისუფალი რეზერვები და შედეგად, მოხდებოდა კურსის შენარჩუნება.
“ეროვნული ბანკის” პრეზიდენტის წინააღმდეგ შეთანხმებულ კამპანიას უარყოფს უმრავლესობის კიდევ ერთი ლიდერი ეკა ბესელია. მისი თქმით, არანაირი შეთანხმება ბანკის და მისი ხელმძღვანელის წინააღმდეგ არ არსებობს და არც ერთი განცხადება არ გაკეთდება უსაფუძვლოდ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები