გიგა ბოკერია: ერთადერთი გეგმა აქვს მთავრობას – პრობლემების სხვისთვის გადაბრალება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების ერთადერთი მიზანი არსებული პრობლემების სხვისთვის გადაბრალებაა. გიგა ბოკერიას განცხადებით, ეკონომიკური და სავალუტო კრიზისის მოსაგვარებლად საქართველოს მთავრობას კონკრეტული გეგმა არ გააჩნია. ბოკერიას აზრით, პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა – გადასახადების დაწევა, ბიუროკრატიის შემცირება და ა.შ.
“ორი წელია ივანიშვილი და მისი გუნდი ანგრევენ საქართველოს ეკონომიკას და სახელმწიფო ინსტიტუტებს. ის, რაც დღეს ხდება, არის სწორედ ამ პოლიტიკის შედეგი, და ახლა ივანიშვილი და მისი მთავრობა იმის ნაცვლად, რომ ანტიკრიზისულ გეგმაზე მუშაობდნენ, ერთადერთი გეგმა აქვთ, რომ სხვას გადააბრალონ არსებული პრობლემები. ორი კვირის წინ გვეუბნებოდნენ, ყველაფერი წესრიგშიაო და ახლა ირკვევა, რომ სხვაგვარად არის საქმე,” – განაცხადა ბოკერიამ.
მისივე თქმით, გადაბრალება გამოსავალი არ არის და საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. „ჩვენ გვჭირდება გადასახადების დაწევა, ბიუროკრატიის შემცირება და დარეგულირება, რათა სამუშაო ადგილები შეიქმნას, შემოსავლები გაიზარდოს და ლარი დასტაბილურდეს. თუ ივანიშვილი ამას არ გააკეთებს, მას ქართული საზოგადოება სახლში გაუშვებს დემოკრატიული გზით,” – განაცხადა ბოკერიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები