გიორგი ქადაგიძე: სესხის გადავადება პრობლემის ფუნდამეტური მოგვარება არ არის
მინდა ცალსახად აღვნიშნო, რომ სესხის გადავადება არ არის პრობლემის ფუნდამეტური მოგვარება – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის მხოლოდ დროებითი გადაწყვეტა, რომ მომდევნო თვეებში სესხის მომსახურების ტვირთი მნიშვნელოვნად არ გაიზარდოს.
“მინდა ცალსახად აღვნიშნო, რომ სესხის გადავადება არ არის პრობლემის ფუნდამეტური მოგვარება, ეს არის მხოლოდ დროებითი გადაწყვეტა, რომ მომდევნო თვეებში სესხის მომსახურების ტვირთი მნიშვნელოვნად არ გაიზარდოს. პრობლემის ფუნდამენტური გადაწყვეტა არის ეკონომიკაში სავალუტო ნაკადების აღდგენა, რომელიც გამოიწვევს ზეწოლას უკვე ლარის გამყარებაზე. ლარი გამყარდება და შესაბამისად, ყოველთვიური გადასახდელი თანხა შეუმცირდებათ მოსახლოების იმ ნაწილს, რომელსაც სესხი აქვთ დოლარში და შემოსავალი კი – ლარში”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.