გიორგი მარგველაშვილი თურქეთის პრეზიდენტს დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიპ ერდოღანს დაბადების დღეს ულოცავს. გიორგი მარგველაშვილი თურქ კოლეგას ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და წარმატებას უსურვებს. “ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თურქეთთან, როგორც საქართველოს მეგობარ ქვეყანასთან ურთიერთობის განმტკიცებას. მოხარული ვარ, რომ თქვენი ხელმძაღვანელობით თურქეთის რესპუბლიკა წარმატებით ვითარდება, როგორც მაღალი პოლიტიკური და ეკონომიკური კულტურის მქონე სახელმწიფო. მჯერა, რომ საერთო ძალისხმევით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა გაღრმავდება და კიდევ უფრო გაძლიერდება ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ.
ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა, გისურვოთ თქვენ და თურქ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა“, -აღნიშნავს გიორგი მარგველაშვილი მისალოც წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები