დავით ნარმანია: დროებით მოვალეობის შემსრულებლად შეიძლება დაინიშნონ ადამიანები, რომლებმაც საკმარისი შეფასება ვერ დააგროვეს

დედაქალაქის მერი დავით ნარმანია გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ თბილისის მერიაში მაღალ თანამდებობებს მერიის მოხელეთა კონკურსში ჩაჭრილი თანამშრომლები იკავებენ, განმარტებას აკეთებს. როგორც დავით ნარმანია აცხადებს, კანონი იძლევა იმის საშუალებას, რომ ეს პირები დროებით მოვალეობის შემსრულებლებად დაინიშნონ.
“კონკურსის შედეგად ადამიანები, რომლებმაც გადალახეს დადგენილი ზღვარი დაინიშნენ ვაკანტურ თანამდებობებზე. კონკურსის შედეგად დარჩა ასევე ვაკანტური თანამდებობები, სადაც იმისათვის, რომ არ შეფერხდეს მუშაობა, დროებით მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნენ ადამიანები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი მუდმივად იქნებიან. სამ თვემდე ვადით დროებით დაინიშნენ და ამ ვადაში გამოცხადდება არსებულ ვაკანსიებზე ხელახალი კონკურსი და დამატებით დაკომპლექტდება კონკურსგავლილი ადამიანებით”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები