მინდია ჯანელიძე ბაბუშერას ტრაგედიისას დაღუპულთა პანაშვიდს დაესწრო (ფოტოკოლაჟი)

დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე სამების საკათედრო ტაძარში ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას გარდაცვლილი 5 ქართველი გმირის პანაშვიდს დაესწრო, ქართველი გმირების ოჯახების წევრებს მიუსამძიმრა და მათ თანადგომა გამოუცხადა. – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იუწყება.
ამავე ინფორმაციით, სამგლოვიარო ცერემონიას სოხუმის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და გმირების თანამებრძოლები დაესწრნენ. სამების საკათედრო ტაძრიდან გიორგი ჩარგეიშვილის, მალხაზ ფირანიშვილის, ზურაბ მელიშიანის, რუსუდან ჩხეტიანისა და კახა აბულაძის ნეშტებს თანამებროძოლების გვერდით დიღმის ძმათა სასაფლაოზე „გმირთა სავანეზე“ დღეს დაკრძალავენ.
22 წლის წინ ბაბუშერას ტრაგედიის დროს დაღუპული ხუთი მებრძოლის ნეშტის იდენტიფიცირება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მოხდა.

541630_935812029784873_1262403128396357993_n

10985352_935811993118210_6368624502172078396_n

10995362_935811989784877_4171255216998562142_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები