ავღანეთში, გერმანულ ბაზაზე ქართული სალოცავი ამოქმედდა

ავღანეთში, მაზარ-ე-შარიფის გერმანულ ბაზა „მარმალზე“ ქართული სალოცავი ამოქმედდა. პირველი წირვა სალოცავში 51-ე ბატალიონის კაპელანმა, დეკანოზმა გიორგი გაბლიშვილმა აღავლინა.
სალოცავის გახსნის ცერემონიას ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი მამუკა ქავთარაძე, გერმანულ ბაზაზე დისლოცირებული საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებული ასეულის პირადი შემადგენლობა და კოალიციური ძალების მართლმადიდებელი აღმსარებლობის უცხოელი სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.
გერმანულ ბაზა „მარმალზე“ IV მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას მიმდინარე წლის იანვრიდან ასრულებს. ასეულის ამოცანას სწრაფი რეაგირება და საპატრულო რაიონის კონტროლი წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები