რუსეთის ქალაქ სამარაში ტრამვაი რელსებს ასცდა და ბოძს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა. შემთხვევა სამარის დროით 12 საათზე მოხდა. გარდაცვლილია ასაკოვანი ადამიანი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.