იერუსალიმის მერმა თავდამსხმელი საკუთარი ხელით დააკავა (ვიდეო)

იერუსალიმის მერმა, 55 წლის ნირ ბარკატმა შეიარაღებული თავდამსხმელი საკუთარი ხელით დაკაავა. ის ოფიციალურ შეხვედრაზე მიდიოდა, როდესაც საკუთარი ავტომობილიდან ცივი იარაღით შეიარაღებული მამაკაცი შენიშნა, რომელიც გამვლელებს თავს ესხმოდა. მერი მანქანიდან გადმოვიდა და მამაკაცის დაკავებაც მოახერხა. რამდენიმე ხანში ადგილზე სამართალდამცავებიც მივიდნენ. აღმოჩნდა, რომ მოძალადე 18 წლის პალესტინელი ახალგაზრდა იყო, რომელსაც იერუსალიმში ცხოვრების უფლება არ ჰქონდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები