ოსლოში ათასამდე მუსულმანმა სინაგოგასთან სოლიდარობის აქცია გამართა

ოსლოში ათასამდე მუსულმანმა ქალაქის ცენტრალურ სინაგოგასთან სოლიდარობის აქცია გამართა. გასულ კვირას, კოპენჰაგენში მდებარე სინაგოგაზე თავდასხმა განხორციელდა, დღევანდელი აქციით კი მუსულმანებს სურდათ საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ, რომ მუსულმანებს და ებრალებს შორის, რელიგიური მრწამსის მიუხედავად, ბრძოლისა და დაპირისპირების მიზეზი არ არსებობს. აქციის მონაწილეებმა ერთმანეთს ხელები ჩასჭიდეს და ტაძარს შემოუარეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები