რიმა ბერაძე საჯარო დისკუსიას – „გენდერული თანასწორობა პოლიტიკურ პროცესებში“ დაესწრო
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, რიმა ბერაძე, ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ ბინა-მუზეუმში გამართულ საჯარო დისკუსია „გენდერული თანასწორობა პოლიტიკურ პროცესებში“ დაესწრო.
რიმა ბერაძემ მოწვეულ სტუმრებს სიტვით მიმართა და აღნიშნა, რომ რომ დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული მმართველობისათვის უმნიშვნელოვანეს ნაწილს პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტის პროცესებში ქალების მონაწილეობა წარმოადგენს.
„ დღევანდელი შეხვედრით ჩვენ გვსურს კიდევ უფრო განვავითაროთ და საზოგადოებამდე რაც შეიძლება ნათლად მივიტანოთ ის კონცეფცია, რომლის მიხედვითაც ყოველი ადამიანითავისუფალია საკუთარი უნარების განვითარებაში და არჩევანის გაკეთებაში. ქალების მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში კი დადასტურებაა იმისა, რომ აუციელებელია იმ შესაძლებლობათა თანასწორობის დაცვა, რომელიც მოიცავს ადამიანური კაპიტალისა დასხვა რესურსების თანასწორ ხელმისაწვდომობას და პროპორციულია კანონთან მიმართებაში“-განაცხადა რიმა ბერაძემ.
შეხვედრა ორგანიზაცია „გენდერული თანასწორობის ქსელის“ ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც ორგანიზაციის ხელმძღვანელი მანანა მებუკე და ამავე ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლები, ასევე ჩუღურეთის რაიონში მცხოვრები ქალბატონები ესწრებოდნენ.
საჯარო დისკუსიას ჩუღურეთის რაიონის N 26-ე საჯარო სკოლის დირექტორი და ამავე სკოლის აღსაზრდელებიც შეუერთდნენ, რომლებმაც შეხვედრის მონაწილეებს „20 თებერვალი-სოციალური სამართლიანობის მსოფლიო დღესთან“ დაკავშირებით სიმბოლური ფლაერები დაურიგეს.
რიმა ბერაძემ „გენდერული თანასწორობის ქსელის“ ხელმძღვანელსა და სხვა მოწვეულ სტუმრებს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისათვის და სამომავლო ურთეირთობის ნაყოფიერების იმედი გამოთქვა, რაც მისივე განცხადებით ხვალინდელი დღის კეთილდღეობაზე იქნება ორიენტირებული.