გეგმიური სასწავლო წვრთნები ვაზიანში

ვაზიანში, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის შტაბის, IV მექანიზირებული და I საარტილერიო ბრიგადების მონაწილეობით, გეგმიური სასწავლო ვარჯიშები გაიმართა – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ინფორმაციით, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობამ სწავლება სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანისა და შემოწმების მიზნით ჩაატარა. სასწავლო განგაშის გამოცხადების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეებმა თავმოყრის რაიონებში გასვლა დაგეგმეს და მარშრუტები შეარჩიეს. სტანდარტული ოპერაციების პროცედურების მიხედვით, განხორციელდა მართვა და კონტროლი.
სწავლებას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრო. მან გეგმიურ ვარჯიშს მაღალი შეფასება მისცა და ყურადღება სამომავლოდ მსგავსი წვრთნების ჩატარებაზე გაამახვილა. სწავლებაში ჩართული იყო IV მექანიზირებული ბრიგადის 2-C1 ბატალიონი, სატანკო და მექანიზირებული ბატალიონების ტაქტიკური ჯგუფი, ასევე I საარტილერიო ბრიგადის MCTA ბატალიონი საარტილერიო ტექნიკითა და ტაქტიკური ჯგუფით. გეგმიური სასწავლო ვარჯიშები სახმელეთო ჯარების შეიარაღებულ ძალებში გეგმიურად ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები