თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა. გოჩა რატიანმა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის აკადემიაში მაღალი დონის სტრატეგიული მმართველობის პროგრამაში მიიღო მონაწილეობა.
სხდომის მონაწილეებითვის სიტყვით მიმართვისას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ მასპინძელ მხარეს საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის აკადემიებს შორის თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. გოჩა რატიანმა ყურადღება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების მნიშვნელობასა და უწყების სამომავლო პრიორიტეტებზეც გაამახვილა.
სტრატეგიული მმართველობის პროგრამის ფარგლებში, 28 ქვეყნის თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნებთან ერთად, გოჩა რატიანმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში სტრატეგიული მართველობის შესახებ დისკუსიებში მიიღო მონაწილეობა. მათ მმართველობის თეორიები და პარადიგმები, სტრატეგიული განვითარება, საერთაშორისო სამართლის საკითხები, ანგარიშვალდებულება და დემოკრატიული მმართველობის საკითხებზეც იმსჯელეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები