თბილისის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიასთან არსებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიათან არსებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა სამისამართო აბრების განთავსების, ქალაქგეგმარებითი ქსელების მომზადებისა და საკადასტრო ერთეულების ნუმერაციების განსახორციელებელ სამუშაოებზე იმსჯელეს.
მხარეების გადაწყვეტილებით სამომავლოდ აბრების ახალ დიზაინზე კონკურსი გამოცხადდება, რომელშიც ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება მონაწილეობის მიღება.
როგორც საკრებულოს სახლდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლია ჯახველაძემ აღნიშნა, იმისათვის, რომ ძველმა უბნებმა არ დაკარგონ იერსახე, კონკურსის პირობებში შესაფერისი აბრების დიზაინის მოთხოვნა იქნება გათვალისწინებული.