შს მინისტრმა გაეროსა და ევროკავშირის პროექტს ხელი მოაწერა (ვიდეო)

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გაეროს განვითარების პროგრამისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის მიმართულებით სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობა, არსებული საჭიროებები და გამოწვევები, თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.
შეხვედრის დასასრულს შედგა პროექტის – „საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სახმელეთო საზღვრის დაცვის კოორდინაციის გაუმჯობესება“ – ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია. პროექტის დოკუმენტს ხელი მოაწერეს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენლმა ნილს სკოტმა.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის განხორციელება 2014 წლის ბოლოს გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაიწყო.
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს და აზერბაიჯანის საზღვრის დაცვის უწყებების ოპერატიული შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას, აგრეთვე, ევროკავშირის მიერ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის დაცვის სფეროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები